გიგა ბოკერია - მოხერხება უნდა, რომ გავრილოვმა შეგაქოს, ზურაბიშვილმა ეს მოახერხა, ამით ყველაფერი ნათქვამია
გიგა ბოკერია - მოხერხება უნდა, რომ გავრილოვმა შეგაქოს, ზურაბიშვილმა ეს მოახერხა, ამით ყველაფერი ნათქვამია

მოხერხება უნდა, რომ გავრილოვმა შეგაქოს, ზურაბიშვილმა ეს მოახერხა, ამით ყველაფერი ნათქვამია, – ამის სესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერია რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, გადავიდეს აქტიურ ნაბიჯებზე რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების აღსადგენად.

„როდესაც ეს მკითხეს, ვიფიქრე, რომ მწარე ხუმრობაა. ისეთი სამარცხვინო გამოსვლა ჰქონდაო, კომედიის შოუებში რომ იტყოდნენ, გავრილოვმა შეაქოო და უნდა გაიცინო. გაირკვა, რომ სიმართლეა და მართლა მოხერხება უნდა ივანიშვილის ამ სამარცხვინო იდეას. მისი გამორჩეულად სამარცხვინო სტატუსით კლოუნ ზურაბიშვილის კვალობაზეც მოხერხება უნდა, რომ გავრილოვმა შეგაქოს და ეს მოახერხა ზურაბიშვილმა, ამით ყველაფერი ნათქვამია. ერთი სიბრიყვის მწვერვალის გაპრავება მეორე სიბრიყვის მწვერვალით მოხდა ამ შემთხვევაში წულუკიანის მხრიდან. ზურაბიშვილის განცხადებაში სხვა მნიშვნელოვან ამბებს თავი რომ დავანებოთ, მან ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ დაიცვა უკრაინელი დეპუტატის პასუხადაც კი, რომ პრობლემა უნდა ჰქონდეს რუსეთს ოკუპაციის, ჩვენი მოქალაქეების მკვლელობისა და ახალგორის კრიზისის გამო. ჯერ ერთი, კანონს დავარღვევთო, ასეთი რამ არ არსებობს. ჯერ რომ თქვა, კანონს შევცვლითო, ოღონდ ამ კონტექსტში ეგეც სამარცხვინოა, მაგრამ რაღაცის გამო პრეზიდენტი რომ იძახის, დავარღვევთო, ეგეც კატასტროფაა“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, არსებული კანონით ხელისუფლებას აქვს დისკრეცია, გამონაკლისი დაუშვას, ოღონდ რაციონალურად უნდა აიხსნას, რა ეროვნული ინტერესი აქვს ამის გასაკეთებლად.

„აქ რუსული გავლენა დიდი პრობლემაა, თუნდაც ევროსაბჭოს არ მოეწონოს რაღაც, თუ ჩვენი ინტერესი არ არის, რატომ უნდა გადადგა ეს ნაბიჯი. აუხსნან ქართველ ხალხს, რა შედეგის მიღება უნდა. სანქციები ევროსაბჭოსგან, რა სისულელეა, რუსეთს არ აქვს სანქციები ევროსაბჭოსგან, სამწუხაროდ, ამიტომ ვაცხადებთ პროტესტს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დატოვე კომენტარი