გიგა ბოკერია - მნიშვნელოვანია, ოპოზიცია შეჯერდეს, ივანიშვილის დამარცხების შემდეგ როგორ გამოიყვანს ქვეყანას ჩიხიდან და რას გააკეთებს პირველ 100 დღეში
გიგა ბოკერია - მნიშვნელოვანია, ოპოზიცია შეჯერდეს, ივანიშვილის დამარცხების შემდეგ როგორ გამოიყვანს ქვეყანას ჩიხიდან და რას გააკეთებს პირველ 100 დღეში

შეხვედრაზე შევჯერდით პრინციპებზე, ფუნდამენტურ მონახაზზე ზუსტად ისე, როგორც ადრე, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მოხდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ბორჯომში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია შეხვედრაზე საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს, როგორიცაა სამართალდამცავი ორგანოების დეცენტრალიზაცია, ადგილობრივი თვითმმართველობისთვის არჩევითობის დამკვიდრება.

„მნივნელოვანია, ივანიშვილის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ოპოზიცია, რომელიც განსხვავდება ერთმანეთისგან, შეჯერდეს, როგორ გამოიყვანს ქვეყანას ამ ჩიხიდან, რას გააკეთებს პირველ 100 დღეში. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ შეხვედრაზე შევჯერდით პრინციპებზე, ფუნდამენტურ მონახაზზე ზუსტად ისე, როგორც ადრე, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მოხდა. ამ შეთხვევაში იყო ფართო სპექტრი საკითხების, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების დეცენტრალიზაცია, ადგილობრივი თვითმმართველობისთვის არჩევითობის დამკვიდრება. მაგალითად, სენაკში, ფოთში, მიმაჩნია, პოლიციის უფროსი უნდა იყოს ამ თვითმმართვრლობის ნაწილი, რომელიც იქაურ ამომრაჩევლებზეა დამოკიდებული მერთან ერთად. ეკონომიკაში მნიშვნელოვანი შემცირებაა. იმ ფულთან ერთად, რომელსაც ჯიბიდან ართმევდა მთავრობა მოქალაქეებს, ასევე მნიშვენლოვანია ქონების საკუთრებაში დაბრუნება, სოფლების გარშემო სახნავ-სათესი მიწების, ყველა წამგებიანი საწარმოს საქართელოს მოქალაქეებისთვის საკუთრებაში განაწილება. ფუნდამენტური გარდატეხა უნდა მოხდეს იმისა, როგორც მიდიოდა ამ წლების განმავლობაში ქვეყანა, რომ ძალაუფლება დაუბრუნდეთ. იყოს რეალური ვითარება, რომ მთავრობა მათი ბარიერი კი არ არის, ხელს კი არ უშლის, არამედ მხოლოდ პირობებს ქმნის იმისთვის, რომ ისინი ბედნიერებისკენ ისწრაფვოდნენ. ჩემთვის ასევე მნიშვენლოვანია, რომ ადგილზე შექმნილი დოვლათიდან მეტი ფული რაჩებოდეს გადასახადებიდან იქ და მათი თვითმმართველობის გადასაწყვეტი იყოს და არ იყვენენ თბილისში პოლიტიკური ჩინოვნიკების შემხედვარე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ ინიციატივითა და „ენდიაის“ ორგანიზებით, ბორჯომში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრები იმართება.