გიგა ბოკერია - მინისტრობის კანდიდატების მოსმენა უბრალო ფორმალობაა
გიგა ბოკერია -  მინისტრობის კანდიდატების მოსმენა უბრალო ფორმალობაა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიგა ბოკერია განმარტებით, მინისტრობის კანდიდატების მოსმენის ფორმატი ფორმალობაა და მათ სერიოზული დისკუსიის გამართვის საშუალება არ ეძლევათ.

„ეს ფორმატიც და ეს განხილვაც აგრძელებს იმ ტრადიციას, რომელიც ,,ოცნებამ’’ შექმნა, როცა პარლამენტი არის უბრალოდ ფორმალობა. აქ სერიოზული დისკუსიის საშუალება არ იქნება. ესენი არიან ის მინისტრები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში, კანონის დარღვევით, არ ცხადდებოდნენ ,,ევროპული საქართველოს’’ მოთხოვნით პარლამენტში და ანგარიშვალდებულებას არ გრძნობენ საზოგადოების წინაშე. აქაც ახლა 99% არის თავის ქება, როგორ კარგად არის ყველაფერი. ჩვენ გვექნება რამდენიმე შეკითხვის დასმის უფლება და შეიძლება მერე პასუხების გაცემის დროც არ დაგვრჩეს. პარლამენტი “ქართულმა ოცნებამ” აქცია უბრალოდ სტატისტად ამ ვითარებაში და ეს არის ძირითადი პრობლემა. ეს არის გუნდი, რომელსაც არა აქვს ხედვა, არც სტრატეგია, არც რწმენა საკუთარი თავის, უბრალოდ სანამ გასდით, მანამდე არიან აქ და იციან, რომ აქვთ გარანტირებული მხარდაჭერა უმრავლესობის, რომელიც საკუთარ პოლიტიკურ თავმოყვარეობასაც არ იცავს”,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მინისტრობის კანდიდატებს საპარლამენტო კომიტეტებში უსმენენ.