გიგა ბოკერია - მინდა, დავამშვიდო, ვინც ღელავს, აშშ-ში დემოკრატიული ტრადიცია და ინსტიტუტები იმდენად ძლიერია, რომ ლიბერალურ დემოკრატიას საფრთხე არ ემუქრება
გიგა ბოკერია - მინდა, დავამშვიდო, ვინც ღელავს, აშშ-ში დემოკრატიული ტრადიცია და ინსტიტუტები იმდენად ძლიერია, რომ ლიბერალურ დემოკრატიას საფრთხე არ ემუქრება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ბოკერიას თქმით, აშშ არის თავისუფალი სამყაროს ლიდერი, იქ დემოკრატიული ტრადიცია და ინსტიტუტები იმდენად მყარია, რომ ლიბერალურ დემოკრატიას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

მისივე განცხადებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ დარჩება თავისუფალი სამყაროს ლიდერად და ყველა შემთხვევაში იქნება ქართველი ხალხისა და თავისუფლების მხარდამჭერი.

„მინდა, გამოვეხმაურო, ნებსით თუ უნებლიეთ სიბრიყვით, ნიანგის ცრემლებით თუ გულწრფელი განცდების გამო აღელვებულ იმ ხალხს, ვინც ამ პუტინის პროპაგანდასა და შავრაზმულ პროპაგანდას არის აყოლილი და დავამშვიდო ის, ვინც გულწრფელად ღელავს, რომ შეერთებული შტატები არის თავისუფალი სამყაროს ლიდერი და დემოკრატიული ტრადიცია და ინსტიტუტები იმდენად ძლიერია იქ, რომ ლიბერალურ დემოკრატიას საფრთხე არ ემუქრება შეერთებულ შტატებში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დარჩება თავისუფალი სამყაროს ლიდერად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა შემთხვევაში დარჩება საქართველოს, ქართველი ხალხისა და თავისუფლების მხარდამჭერად“, – განაცხადა ბოკერიამ.