გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილზე - „ზაზუნას დღე“ რომ არის ფილმი, სადაც ყოველდღე ერთი და იგივე მეორდება, ამ ვითარებაში ყოფნაა, ეს პოპულისტური ლიდერი რომ იძახის, დავბრუნდებიო, მერე არ ბრუნდება
გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილზე - „ზაზუნას დღე“ რომ არის ფილმი, სადაც ყოველდღე ერთი და იგივე მეორდება, ამ ვითარებაში ყოფნაა, ეს პოპულისტური ლიდერი რომ იძახის, დავბრუნდებიო, მერე არ ბრუნდება

„ზაზუნას დღე“ რომ არის ფილმი, სადაც ყოველდღე ერთი და იგივე მეორდება, ამ ვითარებაში ყოფნაა, ეს პოპულისტური ლიდერი რომ იძახის, დავბრუნდებიო, მერე არ ბრუნდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვაზე კომენტარისას აღნიშნა.

„ევროპული საქართველოსი“, ჩემი და ჩემი თანაგუნდელების პოზიცია არის ძალიან მკაფიო, ივანიშვილი და მისი გარემოცვა არის დღევანდელი უმძიმესი ჭაობი, რომელიც ამ ქვეყანას დაახრჩობს. ასე გაგრძელება შეუძლებელია. მისი დამარცხება არის ეროვნული ამოცანა. სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ არის ხედვა წარსულში. მათ უნდათ, რომ 2012 წლამდე რა ვითარებაც იყო, იმაში დაგვაბრუნონ. ეს ქვეყანას არაფერში არ სჭირდება, ეს ვერ მოხდება. „ევროპული საქართველოს“ ხედვა არის მომავალი და გარდამტეხი ცვლილებები. ამიტომ, ეს არის შეჯამება – დღევანდელობა არის უმძიმესი ივანიშვილი, წარსულისკენ ყურება, 2012 წლამდე სააკაშვილი და მისი გარემოცვა. გარდამტეხი ცვლილებები მომავლისთვის ეს არის „ევროპული საქართველო“. ამას რაში სჭირდებოდა 50-ჯერ დაანონსება და ამ საკვების მიცემა ივანიშვილის პროპაგანდისთვის ქილიკისა და საპროტესტო ელექტორატის ნაწილის იმედგაცრუება.

რა თქმა უნდა, როცა ჩვენ ამას დავასრულებთ და როცა ივანიშვილი დამარცხდება, ყველა დევნილს ექნება შესაძლებლობა, საქართველოში დაბრუნების, მისი ჩათვლით. ოღონდ ამაში რა არის ჰეროიკული. „ზაზუნას დღე“ რომ არის ფილმი, სადაც ყოველდღე ერთი და იგივე მეორდება, აი, ამ ვითარებაში ყოფნაა, რომ ეს პოპულისტური ლიდერი იძახის, დავბრუნდებიო, მერე არ ბრუნდება, ესენი დასცინიან. ეს არანორმალური ვითარება, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, რატომ უნდა გახადო კიდევ უფრო საქილიკო“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სააკაშვილს ვიდეომიმართვისას საქართველოში დაბრუნების თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ მზად არის, პრემიერ-მინისტრობა ორი წლით იტვირთოს.