გიგა ბოკერია - მიხეილ სააკაშვილი ალბათ მალე ჩემი ცხრაწლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს
გიგა ბოკერია - მიხეილ სააკაშვილი ალბათ მალე ჩემი ცხრაწლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს

მიხეილ სააკაშვილი ალბათ მალე ჩემი ცხრაწლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

„ამ საკითხზე მალე პარტიის ბრიფინგი იქნება და იქ მოგახსენებენ ვრცლად. მე რაც შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილს სააკაშვილი მალე ალბათ ჩემი ცხრაწლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს. ისე, ხუმრობის გარეშე, ნამდვილად ასე არის, „ვარდების რევოლუციის“ როგორც დიდი მიღწევების, ისე მძიმე ჩავარდნების მემკვიდრე დღეს არის „ევროპული საქართველო“, ჩვენი პოლიტიკური გუნდი, და არა სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მიხეილ სააკაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიაზე 29 სექტემბერს, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, მას გიგა ბოკერიასთან ფუნდამენტური განსხვავებები აქვს. მისივე თქმით, ყველაფერი, რასაც გიგა ბოკერია აკეთებს, არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული.

დატოვე კომენტარი