გიგა ბოკერია - მიგვაჩნდა, რომ მიშელის დოკუმენტი ქვეყანას კრიზისიდან ვერ გამოიყვანდა, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია იგივე რჩება
გიგა ბოკერია - მიგვაჩნდა, რომ მიშელის დოკუმენტი ქვეყანას კრიზისიდან ვერ გამოიყვანდა, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია იგივე რჩება

„ევროპული საქართველოს“ პოზიცია იგივეა, რაც იყო. ჩვენ მიგვაჩნდა, რომ ეს დოკუმენტი ვერ გამოიყვანდა ქვეყანას კრიზისიდან. „ნაციონალური მოძრაობის გადასაწყვეტია, როდის, რომელ დოკუმენტს შეუერთდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას რეფერენდუმის შედეგის ეშინია.

„ჩემი აზრით, შეცდომაა, როცა ყურადღების გადატანა ხდება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწერა თუ არა ხელი ან რომელიმე პარტიამ. ამდენი თვის შემდეგ ფოკუსი უნდა იყოს არჩევნებზე მშვიდობიანი ძალის დემონსტრირებაზე.

ანულირება ნიშნავს, შემდეგს –  მათ სურთ დემონსტრირება, რომ არ აპირებენ ძალაუფლების დათმობას. ეს სჭირდებათ, რადგან ეშინიათ რეფერენდუმის შედეგის, რომელიც არსებობს იმის მიუხედავად, ვინ რას მოაწერა ხელი, რადგან თვითმმართველობის არჩევნებზე მკაფიო ვერდიქტი თუ დადგა და სერიოზული მარცხი ივანიშვილის რეჟიმის, ამ ამოცანისთვის ეს ყველაფერი არსებითად არაფერს ცვლის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დატოვე კომენტარი