გიგა ბოკერია მამუკა ბახტაძეს - ახალი, ბრწყინვალე იდეებიდან, რომლის განხორციელებაში გიშლიდათ ხელს პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი
გიგა ბოკერია მამუკა ბახტაძეს - ახალი, ბრწყინვალე იდეებიდან, რომლის განხორციელებაში გიშლიდათ ხელს პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი

„ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ გიგა ბოკერიას შეფასებით, სამთავრობო პროგრამა, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტს წარუდგინა, სავარაუდოდ ლოზუნგებად დარჩება.

გიგია ბოკერიამ პროგრამის წარდგენის შემდეგ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ჰკითხა, მის მიერ ჩამოთვლილი რომელი იდეის განხორციელებაში უშლიდა ხელს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

„ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ თქვენი ახალი პროგრამა ჩვენი გუნდისთვის და პირადად ჩემთვის, არათუ დამაჯერებელი არ არის, არამედ, ძირითადად, იქ რა იდეებიც არის მოტანილი, ან მავნებლობად მიგვაჩნია, ან უაზრობად, ან უბრალოდ, ვშიშობ, ლოზუნგად დარჩება. ჩვენი პოზიცია ერთია, მაგრამ მე ასეთი კითხვა მაქვს თქვენთან – ამ თქვენი ახალი, ბრწყინვალე იდეებიდან, რომლის განხორციელებაში გიშლიდათ ხელს პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი, რომელს გიბლოკავდათ აქამდე? თუ არც ერთს არ გიბლოკავდათ და ყველა ეს ბრწყინვალე იდეა მოგივიდათ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მისი მოხსნა გადაწყდა? ამაზე უნდა გასცეთ პასუხი საზოგადოებას“, – მიმართა ბოკერიამ პრემიერობის კანდიდატს.

ამასთან, ბოკერიამ კითხვა მამუკა ბახტაძეს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებითაც დაუსვა და დაინტერესდა, მიაჩნია თუ არა მას, რომ ამ სფეროში ყველაფერი კარგადაა.