გიგა ბოკერია - ლევან ვასაძეს ჩემთან ერთად რომ უნდა საკანში, სიმპათიის გამოხატვად უნდა ჩავთვალო თუ არა, ჯერ არ ვიცი
გიგა ბოკერია - ლევან ვასაძეს ჩემთან ერთად რომ უნდა საკანში, სიმპათიის გამოხატვად უნდა ჩავთვალო თუ არა, ჯერ არ ვიცი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ის, რომ ბიზნესმენ ლევან ვასაძეს მასთან ერთად სურს საკანში ჩაჯდომა, მისი პიროვნების მიმართ გარკვეულ პროგრესზე მიუთითებს.

„რაღაც პროგრესი მაქვს. სხვები უბრალოდ ჩემს ციხეში ჩასმას ითხოვდნენ და ამას ჩემთან ერთად უნდა საკანში. ოღონდ ეს სიმპათიის გამოხატვად უნდა ჩავთვალო მისი მხრიდან თუ არა, ჯერ არ ვიცი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ დღევანდელ ვიდეომიმართვაში აღნიშნა: „მე თუ დასაპატიმრებელი ვარ, მაშინ გიგა ბოკერიაც არის დასაპატიმრებელი; ერთადერთი თხოვნა მექნება, რომ ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ცოტა ხანი ნუ შემოიხედავთ“.