გიგა ბოკერია - ხელისუფლებას შემდეგ არჩევნებზე პოლიტიკურად წერტილი უნდა დავუსვათ
გიგა ბოკერია - ხელისუფლებას შემდეგ არჩევნებზე პოლიტიკურად წერტილი უნდა დავუსვათ

ოპოზიციონერი დეპუტატის გიგა ბოკერიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის გუნდი პროპუტინური გზავნილის პროპაგანდას ეწევა.

კერძოდ, ბოკერიას თქმით, ხელისუფლება აძლიერებს საქართველოს მტრის გზავნილებს, თითქოს თავისუფლება და ქვეყნის არჩევანი ეროვნულ იდენტობასთან შეუთავსებელია.

„ივანიშვილის გუნდის ჩვეული უტიფრობაა, როგორც ოპოზიციაში ყოფნის დროს იქცეოდნენ, შემდეგ ხელისუფლებაში გააგრძლეს. პროპაგანდას ეწევიან პროპუტინური გზავნილის, რომ თითქოს თავისუფლება და ქვეყნის არჩევანი ჩვენს ტრადიციებთან შეუთავსებელია. იმედი აქვთ, რომ როცა აღარაფერი რჩებათ, „ასავალ-დასავალის“ სტილში ტალახის სროლა არის ხსნა მათთვის, რაც არ გაუვათ. ამ გზავნილის დამაჯერებლობა საფუძვლიანად დაეცა. ხალხი ხედავს, შეიძლება, მცირე ნაწილს სჯეროდეს, მაგრამ ეს არ უშველით. რა თქმა უნდა, საერთო ჯამში, ჩვენს ქვეყანას ზიანს აყენებენ, რადგან აძლიერებენ იმ გზავნილებს, რაც საქართველოს მტერსა და საქართველოს შიგნით თავისუფლების მტრებს აქვთ. მათი გზავნილია, თითქოს ტრადიციების დაცვა და ეროვნული იდენტობა კინფლიქტშია თავისუფლებასთან, თავისუფალ სამყაროსთან და რუსეთია ჩვენი ხსნა. ეს არის ქვეყნისთვის მტრული გზავნილი, ამას აკეთებენ წლებია და ამიტომაც ამ ხალხს თავის ვასაძეებიანად, კვიციანებიანად, ქართულ მარშებიანად უნდა დავუსვათ პოლიტიკურად წერტილი შემდეგ არჩევნებზე მშვიდობიანად”, – აცხადებს ბოკერია.