გიგა ბოკერია - ხელისუფლებამ არაღიარებისთვის ყველაზე ცუდ რეჟიმებთანაც უნდა იმუშაოს
გიგა ბოკერია - ხელისუფლებამ არაღიარებისთვის ყველაზე ცუდ რეჟიმებთანაც უნდა იმუშაოს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ასადის რეჟიმისგან აღიარების მიღება უკვე დიაგნოზია. თუმცა როგორც ბოკერია განმარტავს ქვეყნის ხელისუფლებამ არაღიარების პოლიტიკის თაობაზე ასეთ ქვეყნებთანაც უნდა იმუშაოს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის თქმით, არსებობს შეკითხვები, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, ფლობდა თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიის მირ საქართვლოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. აღიარების შესახებ ინფორმაციას თავად, თუ უწყებამ ამის შესახებ მედიის საშუალებით შეიტყო.

,,ასადის ტირანული რეჟიმის მიერ „აღიარება” პუტინის რუსეთისთვის თავისთავად უფრო დიაგნოზია, და ამ თვალსაზრისით ეს ბევრს ვერაფერს შეცვლის. ასადი რომ გაღიარებს, ეს დადასტურებაა, რომ არალეგიტიმური ხარ და სისხლიანი რეჟიმია შენი მოკავშირე, მიუხედავად ამისა,  თუ დასტურდება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრესისგან გაიგო ამის შესახებ, ეს არის უკვე დიაგნოზი ჩვენი ხელისუფლებისთვის. ხელისუფლება იმისთვის გვყავს, რომ არაღიერებისთვის ყველაზე ცუდ რეჟიმებთანაც უნდა იმუშაოს”,-  განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამ და სხვა საკითხებზე პასუხის მისაღებად საპარლამენტო უმცირესობა საგარეო საქმეთა მინისტრის პარლამენტში დაბარების საკითხს აყენებს.

„პარლამენტის როლი და ვალდებულებაა, რომ ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს, რათა აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუსმინოს და დასვას კითხვები. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია ამ საკითხს ვსვამთ და ბოლომდე დავსვამთ”, – განმარტა ბოკერიამ.