გიგა ბოკერია - ხელისუფლება დროზე უნდა მოეგოს გონს
გიგა ბოკერია - ხელისუფლება დროზე უნდა მოეგოს გონს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ხელისუფლებას მოუწოდებს, გონს დროზე მოეგოს.

გიგა ბოკერია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიშისა და კომიტეტის წევრის, ჯინ შაჰინის  წერილს გამოეხმაურა.

„ეს არის სენატის საგარეო კომიტეტის ორპარტიული ხელმძღვანელების პოზიცია. ეს არის ხალხი, რომლებიც საქართველოს მხარდამჭერები იყვნენ, წლებია. შინაარსს ვეღარ გავიმეორებ. ეს არის ორი საკვანძო ფიგურა და არა უბრალო სენატორი, არც ერთი სენატორის რეაქცია არ არის უმნიშვნელო, უბრალოდ, განსხვავება არსებობს. დროზე მოეგონ გონს, პერსონალურად მათ გამო, პირველ რიგში ივანიშვილის, ამ შემთხვევაში, ქვეყანას ნაკლები ზიანი მიადგება და ამიტომ ვახსენებ ივანიშვილს და მის პერსონალურ ბედს და არა იმიტომ, რომ ვზრუნავ მის პერსონალურ ბედზე, თუ არადა, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ეს პროცესი გაღრმავდება. მათთვის დასრულდება პოლიტიკურად დრამატულად, მაგრამ ქვეყანა ზიანს მიიღებს, სანამ მშვიდობიანი არჩევნების გზით არ შევცვლით ამ სამარცხვინო ხელისუფლებას“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.