გიგა ბოკერია - ხელი აიწიეთ, გუშინ ვინ ცემა ახალგაზრდები, მონები ხართ, დაგიმახსოვრებთ
გიგა ბოკერია - ხელი აიწიეთ, გუშინ ვინ ცემა ახალგაზრდები, მონები ხართ, დაგიმახსოვრებთ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერს, გიგა ბოკერიას მცხეთის მერიასთან წყალი შეასხეს.

მცხეთის მერიასთან ორი აქცია მიმდინარეობს, ერთს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მართავენ, მეორეს კი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები.

გიგა ბოკერიამ მერიასთან მდგარ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მონები უწოდა და მიმართა მათ, რომ ყველას იმახსოვრებს.

„ხელი აიწიეთ, გუშინ ვინ ცემა ახალგაზრდები, ვის გაქვთ მაგის თავი. აბა, გაბედეთ, ხელი აიწიეთ. თქვე სამარცხვინოებო, თქვენა. მონებო. მონახა ხარ შენ. დაგიმახსოვრებ, გიყურებ“, – მიმართა გიგა ბოკერიამ აქციის მონაწილეებს, რის შემდეგაც მას წყალი შეასხეს.

გიგა ბოკერიამ სამართალდამცველებს მიმართა, რომ დაეკავებინა ის ადამიანი, ვინც მას წყალი შეასხა.

მცხეთაში აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით იმართება. მათ აქცია სვეტიცხოვლიდან მსვლელობით დაიწყეს და მცხეთის მერიასთან მივიდნენ.