გიგა ბოკერია - კარგია, რომ ოპოზიციური პარტიები შეთანხმებული არიან ფუნდამენტურ თამაშის წესებზე, თუ როგორ გვსურს ქვეყანაში წინსვლა
გიგა ბოკერია - კარგია, რომ ოპოზიციური პარტიები შეთანხმებული არიან ფუნდამენტურ თამაშის წესებზე, თუ როგორ გვსურს ქვეყანაში წინსვლა

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიციური პარტიების განცხადებაში გამოხატულია ის ნება, რაც ქართულ საზოგადოებას აქვს.

ბოკერიას თქმით, ეს არის შედარებით ნორმალური საარჩევნო პროცესი, სადაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვინ იქნება ხელისუფლებაში.

მისივე განმარტებით, კარგია, რომ ოპოზიციური პარტიები თანხმდებიან ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორ სურთ ქვეყანაში წინსვლა.

„განცხადებაში ყველაფერი ნათლად წერია. ეს არის ის ნება, რაც ჩვენი აზრით, ამ ყველა პოლიტიკური პარტიის აზრით, აქვს ქართულ საზოგადოებას –  შედარებით ნორმალური საარჩევნო პროცესის, სადაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვინ იქნება ხელისუფლებაში.

ერთმანეთისგან როგორი განსხვავებულებიც არ უნდა იყვნენ პოლიტიკური ძალები და ეს აბსოლუტურად ნორმალურია, კონკურენტები არიან, ცივილიზებულ ურთიერთობაში და ამ ცივილიზებულ ურთიერთობას საფრთხეს უქმნის ივანიშვილის ნაბიჯები, მათ შორის პოლიტიკური დევნა და პოლიტპატიმრების საკითხი, გიორგი რურუასი და შეთანხმების, საზოგადეობის წინაშე და საქართველოს მეგობრების წინაშე დადებული პირობის უგულვებელყოფა.

ასეთი მოქცევა რომ ფეხებზე მკიდია, რასაც მინდა, იმას ვიზამ, ეს არ გასდის მას და საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ვნახეთ, რომ არ გასდის, მაგრამ მაინც ცდილობს მანევრირებას. ეს სახიფათო მანევრირებაა ქვეყნისთვის, ხოლო ოპოზიცია, ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც გამოხატავენ უდიდეს ნაწილს საპროტესტო ელექტორატის, ვინც აქ არის ხელმომწერი, ძალიან კარგია, რომ ასეთ ფუნდამენტურ თამაშის წესებზეა შეთანხმებული, რაზეც განცხადებაშია ნათქვამი, როგორ გვსურს ჩვენ ამ ქვეყანაში წინსვლა, ერთმანეთთან კონკურენციის ფარგლებში“, – განაცხადა ბოკერიამ.

საქართველოში მოქმედმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და შეწყდეს მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება.

დატოვე კომენტარი