გიგა ბოკერია - ივნისში ოპოზიცია შეთანხმებული უნდა ვიყოთ, რა გზით გავდივართ თვითმმართველობის არჩევნებზე, როგორ ვემზადებით ვადამდელი არჩევნებისთვის
გიგა ბოკერია - ივნისში ოპოზიცია შეთანხმებული უნდა ვიყოთ, რა გზით გავდივართ თვითმმართველობის არჩევნებზე, როგორ ვემზადებით ვადამდელი არჩევნებისთვის

ახლა ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ, არსებულ ვითარებაში, როგორ უნდა მოხდეს მიღწევა ვადამდელი არჩევნების, როგორ უნდა გავიდეთ თვითმმართველობის არჩევნებზე და ამ თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, რომ კოორდინაციის პროცესი დაიწყოს და დასრულდეს სწრაფად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია უახლოეს ხანებში უნდა შეთანხმდეს, როგორ გადის თვითმმართველობის არჩევნებზე.

„ჩემი აზრით, ივნისის თვეში, ჩვენ, ოპოზიცია მთლიანად, ვისაც აქვს რეალური ამოცანა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის, უნდა ვიყოთ შეთანხმებულები კოორდინაციის ფორმაზე, რომ საზოგადოებისთვის ნათელი იყოს, რა გზით, რა ტიპის შეთანხმებებით და კოორდინაციით გავდივართ თვითმმართველობის არჩევნებზე, როგორ ვემზადებით ვადამდელი არჩევნებისთვის. უახლოეს მომავალში კონსულტაციები უნდა დაიწყოს და უნდა დამთავრდეს სწრაფად, უნდა გავითვალისწინოთ მძიმე შეცდომის გამოცდილება, რომელიც ზოგიერთმა ჩვენმა პარტნიორმა წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში დაუშვა. ერთ კანდიდატზე შეთანხმება საკმარისი არ არის, შეთანხმება და კოორდინაცია უნდა ეხებოდეს მთლიანად საკითხების სპექტრს და იმ გეგმას, როგორი კოორდინაციით გადიხარ მთელ ქვეყანაში ან მის საკვანძო ადგილებში მაინც. აშკარაა, რომ ნიკა მელია განხილვის მთავარი საგანი იქნება, როგორც ფიგურა ამ წინასაარჩევნო პერიოდისა“, – განაცხადა ბოკერიამ.