გიგა ბოკერია IRI-ის დასკვნის ნაწილს ზედაპირულსა და არაკომპეტენტურს უწოდებს
გიგა ბოკერია IRI-ის დასკვნის ნაწილს ზედაპირულსა და არაკომპეტენტურს უწოდებს

არათუ არ ვენდობი, მიმაჩნია, რომ ზედაპირული და არაკომპეტენტურია დასკვნის ეს ნაწილი, ხდება ხოლმე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ბოკერიამ „რუსთავი2“-ის ეთერში უპასუხა კითხვას: „IRI-ის დასკვნით, მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა დისბალანსირებული შემაჯამებელი ოქმების შედეგების გადამოწმებისა და შესწორების საკმაოდ ბევრი შემთხვევა, რაც საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის გამართულობას, მათი მასშტაბი არ ახდენს გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე“.

„მაგ დასკვნას არათუ არ ვენდობი, არამედ მიმაჩნია, რომ ძალიან ზედაპირული იყო ეს კონკრეტული დასკვნა, „IRI“-ის არჩევნების შემდეგაც ჰქონდა დასკვნა იმ გუნდის მიერ, რომელიც ადგილზე იყო. ზედაპირული და არაკომპეტენტურია დასკვნის ეგ ნაწილი, ეს ხდება ხოლმე.

IRI-ის ჰქონდა არჩევნების შემდეგ ძალიან კრიტიკული დასკვნა იმ ხალხის მხრიდან, ვინც აკვირდებოდა პროცესს, ამის შემდეგ რამდენიმე ექსპერტის მიერ გამოთქმული მოსაზრებები, ჩემი აზრით, არის მცდარი მაგ ნაწილში“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ „ღამის კურიერთან“.