გიგა ბოკერია - ირაკლი კობახიძე და ალეკო ელისაშვილი იდენტური შინაარსის განცხადებებს აკეთებენ
გიგა ბოკერია - ირაკლი კობახიძე და ალეკო ელისაშვილი იდენტური შინაარსის განცხადებებს აკეთებენ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიას განცხადებით, ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციაში განხეთქილების შეტანა ვერ შეძლო.

„ბატონი კობახიძე და ბატონი ელისაშვილი ერთი და იგივე შინაარსის გზავნილებს აკეთებენ უკვე გარკვეული პერიოდია. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ მან ოპოზიციაში განხეთქილება ვერ მოახდინა. ამ კონკრეტული პირის მეშვეობით, მას სურდა, დაერღვია მყარი პოზიცია და ეს ვერ მოხდა“, – განაცხადა ბოკერიამ.