გიგა ბოკერია - ინაშვილისა და სხვა პროპუტინისტური კლოუნების განცხადებების განხილვა სერიოზულად არ შეიძლება
გიგა ბოკერია - ინაშვილისა და სხვა პროპუტინისტური კლოუნების განცხადებების განხილვა სერიოზულად არ შეიძლება

ყველა პროპუტინისტური ძალა მიპირისპირდება და ამ კლოუნადაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ის, რომ მათთვის ჩემი პერსონა აქტუალობას არ კარგავს, ეს გარკვეული თვითკმაყოფილების საშუალებას მაძლევს მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად თვითკმაყოფილი ადამიანი არ ვარ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განუცხადა, რომელიც მის მიმართ ვიცე-სპიკერის, ირმა ინაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ბოკერიას თქმით, ინაშვილისა და სხვა პროპუტინისტური კლოუნების განცხადებების განხილვა სერიოზულად არ შეიძლება.

„მთელი უბედურებაში იმაშია, „ქართულ ოცნებასთან” გავრილოვის ქვეყანაში შემოშვებაზე მწვავე დისკუსია გვქონდა. მართლმადიდებლობის ასამბლეის დელეგაციაში ეს ადამიანი გიორგი კანდელაკმა აღმოაჩინა. ამ ხალხის ქვეყანაში შემოშვება საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო იყო. ხელისუფლებას მორალური ვალდებულება ჰქონდა, რომ აფხაზეთის მონაწილე ადამიანი, რომელიც საქართველოს მტერია, ქვეყანაში არ შემოეშვა. ეს მათი სუვერენული მოვალეობა და ვალდებულება იყო. კუთხე, რომ ვითომ, მართლმადიდებლური სამყარო ცალკე არსებობს დანარჩენი ევროპული ქრისტიანული, ან ევროპული არაქრისტიანული სამყაროსგან, ეს რუსული პროპაგანდის ორგანოებია და საქართველოს ინტერესებში არ შედის. საჯარო იყო, ვინ ვისი მომხრე იყო. ინაშვილი და „პატრიოტთა ალიანსი” მნიშვნელოვანი რატომ არის? ღიად პროპუტინისტურ და ანტიდასავლურ გზავნილებს აფიქსირებენ, მოქმედებენ და არათუ დასჯილი არიან, არამედ მოკავშირეები არიან იმ ფონზე, როცა პოლიტიკურად უტიფარი უმრავლესობა მელიას დასჯას ითხოვს. პრობლემაა, რომ ხელისუფლება გვყავს, რომელიც ასეთ მოძალადე ჯგუფებს საკუთარ მოკავშირეებად განიხილავს. ნახეთ, რომ უმძიმესი მარცხი განიცადა რუსეთის და ქართული ხელისუფლების პროპაგანდისტურმა მანქანამ მართლაც სატელიტებთან ერთად, ვინც მთელი თვე ცდილობდა, რაღაც საკითხების წამოჭრას და ფოკუსირებას, რომ თავისუფალი სამყარო ტრადიციების მტერია. ქართული საზოგადოება იმ შეურაცხყოფის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც ე.წ. ერთმორწმუნე აგრესორმა ჩვენი ხელისუფლების კურთხევით მიაყენათ. ეს დიდი გარღვევაა, რაც საზოგადოების დამსახურებაა და არა – პოლიტიკური პარტიების”, – განაცხადა ბოკერიამ.