გიგა ბოკერია - იმედი მაქვს, სერიოზულ კომენტარს ჩემგან არ ელოდებით იმაზე, რა და როგორ შეიძლება ექნა სააკაშვილს ან ივანიშვილის რეჟიმს
გიგა ბოკერია - იმედი მაქვს, სერიოზულ კომენტარს ჩემგან არ ელოდებით იმაზე, რა და როგორ შეიძლება ექნა სააკაშვილს ან ივანიშვილის რეჟიმს

მე მინდა, ყველა მოქალაქეს მოვუწოდო, მიუხედავად იმისა, მათ როგორი პოლიტიკური შეხედულებები აქვთ ზოგადად ოპოზიციაზე ან სპეციფიკურად სააკაშვილზე, რასაც უნდა ფიქრობდეთ ამ მოვლენებზე, გარდა კომიკური ასპექტებისა, ივანიშვილის რეჟიმის რეაქციის, ხვალ გვაქვს შესაძლებლობა, რომ თქვენი ხმით გადაწყვიტოთ ბედი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ განაცხადა, ერთადერთი, რაშიც ეფექტურია ივანიშვილის რეჟიმი, ეს არის ქვეყნის მომავლისთვის უზარმაზარი საფრთხის შექმნა.

„დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ სერიოზულ კომენტარს ჩემგან არ ელოდებით იმაზე, რა შეიძლება და როგორ შეიძლება ექნა სააკაშვილს ან ივანიშვილის რეჟიმს. იქამდე რა პოზიციაც მქონდა მე, იგივე მაქვს დღესაც, იმისდა მიუხედავად, რეალურად სად არის სააკაშვილი, რაც მე არ ვიცი. პირდაპირ უნდა გითხრათ – ჩემი და ჩვენი საერთო ამოცანა, მათ შორის სააკაშვილის მომხრეების აქტიური, ან მოწინააღმდეგეების არის, რომ ჩვენ ეს უაღრესად სახიფათო რეჟიმი და კონტექსტი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ხვალ ჩვენი ხმის გამოყენებით მოვხსნათ. ეს არის აბსოლუტურად შესაძლებელი. ჩემთვის სისტემის კრახი მომხდარია კარგა ხნის წინ. არავითარი სიახლე ჩემთვის არ არის, რომ ივანიშვილის რეჟიმმა სრული კრახი განიცადა, როცა საქმე შეეხება თუნდაც რაიმე სახით კანონის უზენაესობის დაცვას, ან თუნდაც ეფექტურ მმართველობას, მაშინაც კი, როცა არალეგიტიმური ამოცანებია დასმული. ერთადერთი, რაშიც ეფექტურია ივანიშვილის რეჟიმი, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის უზარმაზარი საფრთხის შექმნა და გამორეცხვა ძირის ჩვენი საზოგადოების რწმენისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავალში. ეს არის ჩემი პოზიცია ამ ყველაფერზე“, – განაცხადა ბოკერიამ.

დატოვე კომენტარი