გიგა ბოკერია - იმ პერიოდში, როდესაც მწვავე ბრძოლა იყო კრიმინალთან, ბევრი მძიმე შეცდომა დაუშვა მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომლის ნაწილი მეც ვიყავი
გიგა ბოკერია - იმ პერიოდში, როდესაც მწვავე ბრძოლა იყო კრიმინალთან, ბევრი მძიმე შეცდომა დაუშვა მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომლის ნაწილი მეც ვიყავი

იმ პერიოდში, როდესაც მწვავე ბრძოლა იყო კრიმინალთან, ბევრი მძიმე შეცდომა დაუშვა მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომლის ნაწილი მეც ვიყავი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერია ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

„ის პრობლემა იყო და ეს განაჩენები ამიტომაც დგება. იმ პერიოდში, როცა იყო ძალიან მწვავე ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან, კრიმინალთან, ბევრი მძიმე შეცდომა დაუშვა მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომლის ნაწილი მეც ვიყავი. ეს ასე. ამ გადაწყვეტილებამდეც ასეთი შეფასება მქონდა და ახლაც იგივე შეფასება მაქვს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე დღეს გადაწყვეტილება გამოაცხადა და სახელმწიფოს 50 000 ევროს გადახდა დააკისრა.