გიგა ბოკერია - გუბაზ სანიკიძის საქციელი საზიანოა იმ ბრძოლისთვის, რაც ქართველ ხალხს სჭირდება, თუ ამას გააგრძელებს, შეფასება იქნება ძალიან მწვავე
გიგა ბოკერია - გუბაზ სანიკიძის საქციელი საზიანოა იმ ბრძოლისთვის, რაც ქართველ ხალხს სჭირდება, თუ ამას გააგრძელებს, შეფასება იქნება ძალიან მწვავე

გუბაზ სანიკიძის საქციელი საზიანოა იმ ბრძოლისთვის, რაც ქართველ ხალხს სჭირდება, თუ ამას გააგრძელებს, შეფასება იქნება ძალიან მწვავე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გუბაზ სანიკიძის და ნიკა მელიას გუშინდელი ინციდენტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ის, ვინც მიხეილ სააკაშვილის საკითხს ოპოზიციური ერთიანობის წინააღმდეგ გამოიყენებს, „ივანიშვილის თამაშს ითამაშებს“.

„თუ მას სურს ჩამოსვლა და ამ რისკზე წასვლა იმ ბევრ პოლიტიკურ დევნილთან ერთად, რომელიც ქვეყანის შიგნით არის ან გარეთ, ეს მისი არჩევანია. ოპოზიციური ერთობა არსებობს და ვინც შეეცდება, რომ სააკაშვილის საკითხი გამოიყენოს ამის წინააღმდეგ პირდაპირ ითამაშებს ივანიშვილის თამაშს. ამის მაგალითი ჩვენ ცოტა ხნის წინ ვნახეთ ეთერში. გუბაზ სანიკიძეს ვგულისხმობ სწორედ.
მისი საქციელი არის საზიანო იმ ბრძოლისთვის, რაც სჭირდება ქართველ ხალხს და თუ ამას გააგრძელებს, შეფასება იქნება ძალიან მწვავე ყველას მხრიდან“, – განაცხადა ბოკერიამ.

ნიკა მელია და გუბაზ სანიკიძე ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მოჰყვა გუბაზ სანიკიძის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.