გიგა ბოკერია - გრძელი, ძალიან მძიმე და რთული შეხვედრა იყო, ამ ეტაპზე არანაირ შედეგებზე ლაპარაკი არ შეიძლება
გიგა ბოკერია - გრძელი, ძალიან მძიმე და რთული შეხვედრა იყო, ამ ეტაპზე არანაირ შედეგებზე ლაპარაკი არ შეიძლება

გრძელი, ძალიან მძიმე და რთული შეხვედრა იყო. შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება. ამ ეტაპზე არანაირ შედეგებზე ლაპარაკი არ შეიძლება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესში მედიატორის ჩართულობა დიდია.

„ჩვენი ამოცანა არის, ის რაც თქვენთვისაც ცნობილია, გვინდა მოლაპარაკება. თავისთავად ის, რომ გუშინდელი განცხადების შემდეგ დღეს შედგა შეხვედრა და ის, რომ პრეზიდენტ მიშელის პოლიტიკური ინტერესი, ინვესტიცია ამ პროცესში არის ძალიან დიდი, ეს კარგია. მედიატორი რომ აქ არის და ამდენი საათია მუშაობს, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მისი მადლიერი ვართ. თუმცა შეხვედრის შინაარსი არის ძალიან რთული და მძიმე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.