გიგა ბოკერია - გიორგი ქობულიას განცხადებები იმას ადასტურებს, რამაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა
გიგა ბოკერია - გიორგი ქობულიას განცხადებები იმას ადასტურებს, რამაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა

სამწუხაროდ, გიორგი ქობულიას განცხადებები იმას ადასტურებს, რამაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, გიორგი ქობულიას გამოსვლა არ იყო ამომწურავი.

„სამწუხაროდ, გიორგი ქობულიას განცხადებები იმას ადასტურებს, რამაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. ეს არის არაფორმალური მმართველობის ვითარება, რაც ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. მას ამ გვარის ხსენება რომ არ უნდოდა, გასაგებია. ის, რომ კორუფციისა და დისფუნქციისკენ გრძელდება ვარდნა, ფაქტია. კარგი მაგალითი მოიყვანა, რომ სწრაფად უნდა გასცე ინვესტორებისთვის დოკუმენტები. რეგლამენტი მოხსნილია, რაც გზის გახსნაა ნეპოტიზმისა და კორუფციისთვის. ეს ყველაფერი საქართველოს ეკონომიკას ანგრევს. ამომწურავ მოხსენებას ვერ დავარქმევდი, რადგან უფრო მკაფიო პასუხების მომხრე ვიქნებოდი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.