გიგა ბოკერია - გაბრაზებული მოქალაქეებისგან არასაარჩევნო გზებით ხელისუფლების შეცვლის საფრთხეს ქვეყანას უქმნის გაყალბებული არჩევნები
გიგა ბოკერია - გაბრაზებული მოქალაქეებისგან არასაარჩევნო გზებით ხელისუფლების შეცვლის საფრთხეს ქვეყანას უქმნის გაყალბებული არჩევნები

ლეგიტიმაცია მოპარული და გაყალბებული არჩევნები უქმნის ქვეყანას საფრთხეს ან სტაგნაციის და ავტორიტარიზმის, რისი მაგალითებიც გვაქვს, ან ლეგიტიმურად გაბრაზებული მოქალაქეების მხრიდან არასაარჩევნო გზებით ხელისუფლების შეცვლის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ პოზიციის შეცვლა მოუწევს.

„რაც შეეხება ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდას რევოლუციის საფრთხის თაობაზე, ჩვენი პოზიცია დიდი ხანია, ცნობილია. ლეგიტიმაცია მოპარული და გაყალბებული არჩევნები უქმნის ქვეყანას საფრთხეს ან კატასტროფის, სტაგნაციის და ავტორიტარიზმის, რისი მაგალითებიც გვაქვს, ან ლეგიტიმურად გაბრაზებული მოქალაქეების მხრიდან არასაარჩევნო გზებით ხელისუფლების შეცვლის.

პირველი არის კატასტროფა, მეორე არის სახიფათო ქვეყნისთვის და ყოველთვის რისკებთანაა დაკავშირებული. მშვიდობიანიც კი რისკებთანაა დაკავშირებული და არამშვიდობიანი მითუმეტეს. ამიტომ არის საჭირო ვადამდელი არჩევნები. თუ ვინმე იმას გულისხმობს, ვის მიყავს ამ რისკებამდე ქვეყანა, ეს არის ხელისუფლება და ივანიშვილის რეჟიმი. თუ ვინმე ქმნის ქვეყანაში წინაპირობებს რევოლუციური განწყობისთვის, ეს არის ივანიშვილი და მისი გარემოცვა“, – განაცხადა ბოკერიამ.