გიგა ბოკერია - ფოტოგრაფების საქმე იყო ძალიან ცუდი, ოღონდ პოლიტიკური მოტივი არ არსებობდა, პარანოია სახიფათოა, სპეცსამსახური რომ ხარ, ჯაშუშები გელანდება
გიგა ბოკერია - ფოტოგრაფების საქმე იყო ძალიან ცუდი, ოღონდ პოლიტიკური მოტივი არ არსებობდა, პარანოია სახიფათოა, სპეცსამსახური რომ ხარ, ჯაშუშები გელანდება

ფოტოგრაფების საქმე იყო ძალიან ცუდი საქმე, ოღონდ პოლიტიკური მოტივი არ არსებობდა – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

ბოკერიას თქმით, ფოტოგრაფების საქმე სხვა პოლიტიკოსების წინააღმდეგ არავის გამოუყენებია.

გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ფოტოგრაფების საქმის ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმესთან შედარება არაკორექტულია.

„მედიასთან არაფერ კავშირში იყო, უბრალოდ ძალიან ცუდი საქმე იყო. რელობა არის ის, რომ ახალი ხელისუფლება ასამართლებს წინა ხელისუფლებას, ძალიან ვწუხვარ, რომ ეს არ გესმით. რომ შეიცვლება ეს ხელისუფლება, ღმერთმა დაგვიფაროს, მერე თუ ისევ ისეთი განწყობა იქნა, რაც იმედი მაქვს, არ იქნება, „ევროპულ საქართველოს“ გვსურს, არ მოხდეს ის, რომ დაიწყოს წინა ხელისუფლების გამოძიებული საქმეების გამოძიება.

ფოტოგრაფების საქმე იყო ძალიან ცუდი საქმე, ამ ხალხის მიმართ მტკიცებულებები იყო, სუსტიც არ ჰქვია მაგას, როცა ასეთ ბრალდებას აყენებ, ოღონდ პოლიტიკური მოტივი არ არსებობდა. 26 მაისის შესახებ კადრები მთელ მსოფლიოში გავიდა. ჩემი აზრი გაინტერესებთ, რატომ მოხდა? ზოგჯერ სპეცსამსახურების მიერ პარანოიას აქვს ხოლმე ადგილი და ეს ძალიან სახიფათო რამეა, რამის გამართლებას კი არ ვცდილობ, რომ არ გეგონოთ. პარანოია ძალიან სახიფათოა, სპეცსამსახური რომ ხარ, გელანდება ჯაშუშები და მერე იწყებ მოქმედებას, თუ არავინ გაკონტროლებს, ასეთი რამეები ხდება. მაგრამ ამისთვის კუდის მობმა და ივერის და ნატალიას საქმესთან შედარება, არაკორექტულია, რადგან ეს საქმე არის კატასტროფა. მანდ არანაირი პოლიტიკური კამპანიის მოტივი არ არსებობდა. ვინმემ გამოიყენა პოლიტიკოსების წინააღმდეგ? ეგ ხალხი ციხეში იჯდა ისე, რომ მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები აღმკვეთი ღონისძიებისთვისაც კი, ჩემი აზრით, საკმარისი არ იყო“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.