გიგა ბოკერია - ევროსაბჭო ძალიან დაავადებული და პრობლემატურ დღეში მყოფი ინსტიტუციაა
გიგა ბოკერია - ევროსაბჭო ძალიან დაავადებული და პრობლემატურ დღეში მყოფი ინსტიტუციაა

ევროსაბჭო არის ორგანო, სადაც არის რუსეთის გავლენის პრობლემა, ეს არის ძალიან დაავადებული და პრობლემატურ დღეში მყოფი ინსტიტუცია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა ანბანურად ერგება საქართველოს და რაიმე მიღწევაზე საუბარი არ არის.

„ევროსაბჭო არის ორგანო, სადაც არის დიდი პრობლემები. დიდ სკანდალში გაეხვია ეს ორგანო და ჩვენმა დელეგაციამ, მათ შორის მაშინდელი „ოცნების“ წევრებმაც კი ასამბლეაში მონაწილეობაზე უარი თქვეს, რადგან რუსეთს აღუდგინეს ხმა. რადგან ევროსაბჭო ქვია, ბევრს ჰგონია, რომ ევროპასთან ასოცირდება და იდენტურია. ეს ასე არ არის. უმნიშვნელო კი არ არის, მაგრამ ძალიან დაავადებული და პრობლემატურ დღეში მყოფი ინსტიტუციაა, სამწუხაროდ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.