გიგა ბოკერია - „ევროპული საქართველო” აპირებს, დაიწყოს კამპანია მოქალაქეებთან მათი ნდობის მოპოვებისა და მოტივირებისთვის
გიგა ბოკერია - „ევროპული საქართველო” აპირებს, დაიწყოს კამპანია მოქალაქეებთან მათი ნდობის მოპოვებისა და მოტივირებისთვის

„ევროპული საქართველო” აპირებს, დაიწყოს კამპანია ჩვენს მოქალაქეებთან მათთვის მოტივაციის შესაქმნელად, როგორც ვადამდელი, ისე თვითმმართველობის არჩევნებისთვის მომზადებას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად დავიწყოთ პოლიტიკური კამპანია ჩვენს მოქალაქეებთან ინტერაქციის და მათი ნდობის მოპოვებისთვის. მათი მოტივირებისთვის, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვება აუცილებელი და შესაძლებელია, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნების გამოყენებით“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ახლა მოხერხდეს გონივრული კომპრომისები საკვანძო საკითხებზე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებთან კოორდინაციას, აქ ჩვენი პოზიცია დიდი ხანია, ცნობილია – მნიშვნელოვანია, რომ ახლა მოხერხდეს გონივრული კომპრომისები საკვანძო საკითხებზე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, როგორც მაჟორიტარებთან, ისეთ მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით ისეთ საკვანძო ადგილებში, დედაქალაქსა და რეგიონებში, სადაც არის პირველივე ტურში გამარჯვების შანსი. ჩვენი ამოცანაა ყველა შანსის გამოყენება, რათა ეს ხელისუფლება დამარცხდეს. სამწუხაროდ, შეთანხმებაზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ ჩვენი ოპოზიციური პარტნიორების ნაწილის მხრიდან ოპოზიციაში დანერგა უიმედობა და იმედგაცრუება, მაგრამ ეს უნდა ამოვქაჩოთ, სხვა გზა არ გვაქვს. ამ ხელისუფლების ჩამოცილების გარეშე ეკონომიკური, უსაფრთხოების, ჯანდაცვის და რაც მთავარია, მორალური კრიზისიდან ამოსვლის შანსი არ არსებობს“, – განაცხადა ბოკერიამ.