გიგა ბოკერია - „ევროპულ საქართველოსთან“ ყოველი შეხვედრის შემდეგ დამცირებულად გრძნობენ ხოლმე თავს
გიგა ბოკერია - „ევროპულ საქართველოსთან“ ყოველი შეხვედრის შემდეგ დამცირებულად გრძნობენ ხოლმე თავს

გიორგი გახარიას ყველა კითხვაზე მიეცა პასუხის გაცემის შესაძლებლობა, ერთადერთი, რისი შესაძლებლობაც არ მივეცით, რაც ივანიშვილს ჩვევია, რომ კითხვაზე პასუხის მაგივრად სადღეგრძელოები დაეწყო ან დრო გაეყვანა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიგა ბოკერიამ განუცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, „ევროპულ საქართველოსთან“ ყოველი შეხვედრის შემდეგ დამცირებულად გრძნობენ ხოლმე თავს.

„დიახ, ინტელექტუალურად დამცირებულად უნდა იგრძნონ თავი, რადგან პასუხები არ აქვთ, მერე წუწუნი იმაზე, როგორ დაგვჩაგრეს, არის სასაცილო. ჩვენი პრობლემა არის ის, რაც თქვა ივანიშვილის რჩეულმა ჩვენთან მოსმენაზე, ხვალაც რომ იყოს ვითარება გავრილოვის ან მისნაირი ფიგურის, შემოუშვებდა საქართველოში, ისევ იმავეს იზამდნენ, იგივე ტყვიებს გამოიყენებდნენ. ამაზე მეტი უტიფრობა რა უნდა იყოს. ამას ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი მწვავე, მაგრამ მშვიდი. მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტით და მწარე, მაგრამ მშვიდი დასჯით არჩევნებზე. ეს აუცილებლად მოხდება“,-აღნიშნა ბოკერიამ.