გიგა ბოკერია - ხმების გადათვლის ერთადერთი მექანიზმი არის ხელახალი არჩევნები ან პლებისციტი, ამის გარეშე პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება
გიგა ბოკერია - ხმების გადათვლის ერთადერთი მექანიზმი არის ხელახალი არჩევნები ან პლებისციტი, ამის გარეშე პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მალე გაირკვევა, როდის შედგება „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი.

რაც შეეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, ამას ბოკერია სისულელედ აფასებს.

„როდის შედგება შემდეგი რაუნდი ეს, ალბათ ცოტა ხანში გაირკვევა, ასე რომ, არ არის არაფერი ამაში განსაკუთრებული. რა თქმა უნდა, კობახიძემ მისთვის ჩვეული უტიფრობით ივანიშვილის გზავნილი გადმოგვცა ყველას, მთელ საზოგადოებას. ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ კი დიდი ხანია, ვიცოდით ბუნება ამ რეჟიმის. როცა პირდაპირ ითქმევა, რომ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას მათივე მანიპულირებული ციფრებით, ცესკო-ში უპირებს, რომ რეგისტრაცია გაუუქმოს აბსურდული საბაბით და პუტინის რუსეთის სტანდარტი დაამკვიდროს საქართველოში, ეს რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია, მნიშვნელოვანი განაცხადია. ამას გარდა, მან თქვა, რომ საერთოდ არ აინტერესებს რამე წარმატება ოპოზიციასთან მოლაპარაკებაში, რისი გამკეთებლებიც ვართ, უთქვენოდ ვიზამთო, ამით ძალიან დაამცირა ყველა. გამართული მექანიზმი, რომ კობახიძე შეამოწმებს ივანიშვილის დავალებით ივანიშვილის მიერ ჩატარებულ არჩევნებს, არის უბრალოდ სისულელე და მეტი არაფერი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან, როგორც ბოკერიამ განაცხადა, ერთადერთი ხმების გადათვლის მექანიზმი არის ახალი, ნორმალური არჩევნების ჩატარება, ან პლებისციტის ჩატარება ნორმალური საარჩევნო ადმინისტრაციით.

„ერთადერთი გადათვლის მექანიზმი არის ახალი, ნორმალური არჩევნების ჩატარება, ან პლებისციტის ჩატარება ნორმალური საარჩევნო ადმინისტრაციით იმის თაობაზე, სურს თუ არა ქართველ ხალხს ახალი არჩევნები, სხვა გადათვლის მექანიზმი არ არსებობს. როცა იყო ამის სამართლებრივი შესაძლებლობა, როცა იყო საჩივრები, მაშინ უტიფრად და კანონის დარღვევით ივანიშვილის რეჟიმმა არ განიხილა არაფერი, ისეთ შემთხვევებშიც კი, სადაც გადაღებული იყო ჩაყრა. იქაც კი უტიფრად გვითხრეს, რომ ფეხებზე გვკიდიაო. ბატონ ელისაშვილს, ან ნებისმიერ სხვას, თუ აქვს რამე მოლაპარაკების სურვილი ივანიშვილთან ან მის წარმომადგენლებთან, მოილაპარაკოს, უთხრას საზოგადოებას, რა არის ის, რის გამოც განიხილავს ლეგიტიმაციის მიცემას ამ პარლამენტისთვის. ეს არის საკითხავი და არა ის სისულელე და ბოდვა, ტყუილები, რასაც ვისმენთ ეს დღეებია. გიგა ბოკერიას თქმით, პოლირიტიკური კრიზისი ახალი, ნორმალური არჩევნების ან მისკენ სავალი გზის გარეშე ვერ განიმუხტება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

როგორც ბოკერია ამბობს, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადება მანიშნებელია, რომ მას ჩიხიდან გამოსვლის სურვილი არ აქვს.

„ამ ტიპის განცხადება არის იმის სურვილის მანიშნებელი, რომ მოლაპარაკება და რამე სახის გამოსვლა კი არ გინდა ჩიხიდან, ნერვებმა გიმტყუნა და უბრალოდ იმუქრები. ჩვენ მზად ვიქნებით, რომ გავაგრძელოთ მოლაპარაკებები, ოღონდ ბუნებრივია, იქამდე რა გადაწყვეტილებაც „ევროპულ საქართველოს“ გვაქვს მიღებული და სხვა ჩვენს პარტნიორებს იმის თაობაზე, რომ ლეგიტიმაციას არ ვაძლევთ ამ პარლამენტს, ეს გაფორმდება და ამის შემდეგ ჩიხიდან გამოსვლის გზების საძიებლად ჩვენ ყოველთვის მზადა ვართ, ოღონდ ყველამ იცის ჩვენი ფუნდამენტური პოზიცია, რომ ახალი, ნორმალური არჩევნების ან მისკენ სავალი გზის გარეშე ვერ განიმუხტება ეს კრიზისი და ამ განმხუტვას სჭირდება ბევრი რამ- საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ძალიან რბილად რომ ვთქვა, ხვალ შეეცდებიან, ვინც არ წამოგვყვება. იმ შეთანხმების მიღწევა თუ მოხდება, ქართული საზოგადოების ფუნდამენტურ ინტერესებს რომ უმრავლესობა წყვეტდეს, ვინ არის ხელისუფლებაში და ამას დააკმაყოფილებს (ეს არის ახალი არჩევნები), მაშინ წარმატებას ექნება ადგილი ამ მოლაპარაკებებში, ოღონდ ჯერ არაა ეს.

ბატონი ელისაშვილი გამორჩეული ადამიანია ბევრი თვალსაზრისით ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში, მაგრამ ეგ არ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის. თუ ბატონი ელისაშვილი ან ნებისმიერი სხვა თვლის, რომ რაღაცა საკითხი არის ისეთი, რის გამოც ლეგიტიმაციას მიანიჭებს ამ პარლამენტს, ანუ არ დაწერს განცხადდბას გასვლის თაობაზე და არ გაანულებს სიებს, ეს უნდა უთხრას საზოგადოებას, რომ აი, არჩევნები კი გაყალბდა და უმრავლესობის ნებას არ გამოხატავს და ივანიშვილს არა აქვს უფლება ძალაუფლება ჰქონდეს, მაგრამ მე ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას ვახდენ პირდაპირ ან ირიბად ამიტომ, ამიტომ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.