გიგა ბოკერია - ექვს პუნქტს შორის არის პუნქტები, რომლებიც სწრაფ გადაწყვეტილებას მოითხოვს, რათა დანარჩენი პუნქტები დაიძრას, მოწადინებული ვართ, რომ შეთანხმება შედგეს
გიგა ბოკერია - ექვს პუნქტს შორის არის პუნქტები, რომლებიც სწრაფ გადაწყვეტილებას მოითხოვს, რათა დანარჩენი პუნქტები დაიძრას, მოწადინებული ვართ, რომ შეთანხმება შედგეს

მოწადინებული ვართ, რომ შეთანხმება შედგეს, ამაზე ჩვენც ვმუშაობთ ​მედიატორებთან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„ჩვენი პოზიცია იგივეა, რაც იყო. მოწოდებული ვართ და წავალთ გონივრულ კომპრომისზე, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. როგორც კი გვეცოდინება, რა არის კონტურები, რომელთა გარშემოც შესაძლებელია კომპრომისების ნახვა ივანიშვილის გუნდთან, ვიტყვი ჩვენს პოზიციას“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე, რამ შექმნა ბარიერები მოლაპარაკების მაგიდასთან, კონკრეტულად რომელ პუნქტზე იყო აზრთა სხვადასხვაობა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ დეტალებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

„იმ ექვს პუნქტში არის პუნქტები, რომლებიც ბევრად სწრაფ გადაწყვეტილებას მოითხოვს, რათა დანარჩენი პუნქტები დაიძრას. ეს რაღაც წინაპირობა კი არ არის, ფაქტობრივად ასეა, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი და საარჩევნო სისტემის რეგულაციის ცვლილებები. დანარჩენი საკითხები უმნიშვნელოა. იქ ასევე უნდა მოხდეს შეჯერება, რა გზით მივდივართ. სასამართლო რეფორმა ამ დღეებში შეიძლება, ვერ მოესწროს. უნდა გაირკვეს, პრინციპულად სად მივდივართ. მოწადინებული ვართ, რომ შედგეს შეთანხმება, ამაზე ჩვენც ვმუშაობთ ​მედიატორებთან. სანამ პრეზიდენტ მიშელის ვიზიტი იქნებოდა და სანამ მედიატორი დენიელსონი ჩამოვიდოდა, მანამდეც ცნობილი იყო ჩვენი პოზიცია, რომ პლებისციტი ჩვენთვის შესაძლებელი კომპრომისია. ჩვენი ამოცანაა, შედეგი დადგეს და რაც შეიძლება სწრაფად“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

დატოვე კომენტარი