გიგა ბოკერია - დიდი მადლობა ირაკლი კობახიძეს კომპლიმენტისთვის, თუ ხარ გოიმი, უნდა იყო პირველი გოიმი
გიგა ბოკერია - დიდი მადლობა ირაკლი კობახიძეს კომპლიმენტისთვის, თუ ხარ გოიმი, უნდა იყო პირველი გოიმი

გულწრფელად მინდა ვთქვა, ადამიანი ყველა საქმეში, რაშიც არის, უნდა ეცადოს, რომ იყოს პირველი, თუ გოიმი ხარ, ჯობია, ნომერ პირველი გოიმი იყო, ასე რომ, მადლობა ბატონ კობახიძეს ამ კომპლიმენტისთვის, – ასე გამოეხმაურა პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, პირველობისკენ უნდა მიისწრაფოდეს ყველა ადამიანი.

„მე ასე არ ვაფასებ ჩემს თავს, მაგრამ რადგან ნომერ პირველ გოიმად ჩამთვალა, მადლობა მას. თუ ხარ გოიმი, უნდა იყო ნომერ პირველი გოიმი. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ პირველობისკენ უნდა მიისწრაფოდეს ადამიანი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ გოიმების სპექტრში გიგა ბოკერია არის ნომერ პირველი გოიმი.

დატოვე კომენტარი