გიგა ბოკერია - მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმი საკმარისი არ იქნება
გიგა ბოკერია - მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმი საკმარისი არ იქნება

დღევანდელ ვითარებაში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე, ყველა დონეზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არ იქნება, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„საჭიროა, პარლამენტის როლის ზრდა. ჩნდება კონკრეტული მექანიზმი, როგორ მოხდება მოსამართლეების გაცხრილვა და რაც მთავარია, იმ ექსკლუზივის გაუქმება, რომელიც დღეს აქვს იუსტიციის საბჭოში, რათა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა პარლამენტამდე მიაღწიოს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე, იქნება თუ არა უმრავლესობის მხარდაჭერა, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ საიმედო ნიშანს ვერ ხედავს.

„ჩვენი ამოცანაა, რომ საზოგადოებრივი წნეხის გამოყენებით მინიმუმ შევაფერხოთ ეს პროცესი და არ მივცეთ საშუალება, ჩააბეტონონ ეს ძალიან ცუდი ვითარება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.