გიგა ბოკერია - დემოკრატიული ოპოზიცია ხელს ვუწყობთ მოლაპარაკებას ყველა საკითხზე გონივრული პოზიციით
გიგა ბოკერია - დემოკრატიული ოპოზიცია ხელს ვუწყობთ მოლაპარაკებას ყველა საკითხზე გონივრული პოზიციით

დემოკრატიული ოპოზიცია ხელს ვუწყობთ მოლაპარაკებას ყველა საკითხზე გონივრული პოზიციით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია იმ კომპრომისებზე არ წავა, რაც ქვეყნის მომავალს საფრთხის ქვეშ დააყენებს.

„ჩვენი ამოცანა, უმძიმეს ფონზე გამოინახოს კრიზისიდან გამოსვლის გზა. ეს გზა მოცემულია იმ მონახაზში, რაც შარლ მიშელმა გააკეთა. მასში არის გრძელვადიანი საკითხებიც და საკვანძო საკითხებიც: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მელიას და 8 მარტის შეთანხმების დარღვევით ციხეში დატოვებული რურუას გათავისუფლება, ასევე, გონივრულ ვადაში სვლა ვადამდელი არჩევნებისკენ, თუმცა რაც შეიძლება სწრაფად.

დემოკრატიული ოპოზიცია ხელს ვუწყობთ მოლაპარაკებას ყველა საკითხზე გონივრული პოზიციით, ოღონდ იმ კომპრომისების გარეშე, რაც ჩვენი ქვეყნის მომავალს, თავისუფლებას და სუვერენიტეტს დააყენებს დარტყმის ქვეშ. სხვა პროგნოზისგან თავს შევიკავებ. ქვეყნის შიგნით საპროტესტო მოძრაობა და ქვეყნის გარეთ საქართველოს მეგობრების მხრიდან წნეხი გაგრძელდება, სადამდეც საჭირო იქნება“, – განაცხადა ბოკერიამ.