გიგა ბოკერია - დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური ძალებიდან, რომელთაც აქვთ სერიოზული წონა, ყველა შეჯერდება მაჟორიტარებთან დაკავშირებით
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ეკა ბესელიას ოპოზიციის საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებში დასახელების სურვილი არასდროს გამოუთქვამს და ის ოპოზიციურ გაერთიანებაში პროპორციული არჩევნების მხარდაჭერის იდეით მონაწილეობდა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისი არის ფორმატი, რომელიც პროპორციულ არჩევნებზე სრული კონსენსუსით შეიქნა, მაგრამ იქ არიან პარტიები, რომლებმაც თავიდანვე თქვეს, რომ ამაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ და ქალბატონ ეკას არასდროს არ გამოუთქვამს სურვილი. ამიტომ, ამაში სიახლე არაფერი არაა. იქ არიან ბევრნაირი ჯგუფები, მათ შორის არაპოლიტიკური ჯგუფებიც კი მონაწილეობენ. ამიტომ, მე პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ იმ პოლიტიკური ძალებიდან, რომელთაც აქვთ სერიოზული წონა, ყველა შეჯერდება საღი აზრის ფარგლებში“, – განაცხადა გოგა ბოკერიამ.