გიგა ბოკერია - ცუდი, უპასუხისმგებლო და უმწიფარი გადაწყვეტილებაა, „ნაციონალური მოძრაობა“ ამის ფასს გადაიხდის
გიგა ბოკერია - ცუდი, უპასუხისმგებლო და უმწიფარი გადაწყვეტილებაა, „ნაციონალური მოძრაობა“ ამის ფასს გადაიხდის

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია ისნის ოლქში საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

ბოკერიას შეფასებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო ძალიან ცუდი, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რომელიც არჩევნების პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატის დამარცხების შანსს ამცირებს.

„ეს არის ძალიან ცუდი გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ ამ რადიკალური ფრთის მხრიდან, როგორც ჩანს, შემდეგ მთლიანმა პარტიამ მიიღო. ეს გადაწყვეტილება ივანიშვილს აძლევს ხელს, გამოიყენოს მთლიანად ოპოზიციის წინააღმდეგ, ამცირებს პირველ ტურში „ოცნების“ წარმომადგენლის დამარცხების შანს. ყველანაირად ცუდი, უპასუხისმგებლო და უმწიფარი გადაწყვეტილებაა და ამის ფასს გადაიხდის „ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩევლის თვალში და პირველ რიგში გადაიხდის ის კანდიდატი, რომელიც დააყენეს ამ ოლქში. საბედნიეროდ, ამის და მიუხედავად, ეს არის გამონაკლისი, სხვა ყველა კომპონენტში შეთანხმება ძალაშია, „ევსაქები“ ყველა შეთანხმებას დავიცავთ, სხვა შეთანხმების დარღვევა არ მოხდება. საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებით ის სიტყვა, რაც ითქვა, შესრულდება, ივანიშვილის რეჟიმი ხშირ შემთხვევაში პირველივე ტურში დამარცხდება“, – განაცხადა ბოკერიამ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისნის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა.