გიგა ბოკერია ციხეში ვანო მერაბიშვილსა და გოგა ონიანს მოინახულებს 
გიგა ბოკერია ციხეში ვანო მერაბიშვილსა და გოგა ონიანს მოინახულებს 

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ე.წ. მატროსოვის ციხეში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ხვდება.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მერაბიშვილის გარდა, გოგა ონიანსაც მოინახულებს.

“ვაპირებ, მოვინახულო ვანო მერაბიშვილი და გოგა ონიანი, არაფერი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მაქვს მათთვის მისაწოდებელი. ზოგადად, ეს სამარცხვინო ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან უნდა დაიხუროს, ვგულისხმობ ყოფილი ოპონენტების მიმართ პოლიტიკური მოტივით დევნას, ეს აღარ უნდა განმეორდეს”, – განაცხადა ბოკერიამ.