გიგა ბოკერია - საერთაშორისო მეგობრების მიღწევაა, რომ ხელისუფლებასთან ახლა ვიხილავთ ჩვენი წინადადებების მრავალმანდატიან კომპონენტს
გიგა ბოკერია - საერთაშორისო მეგობრების მიღწევაა, რომ ხელისუფლებასთან ახლა ვიხილავთ ჩვენი წინადადებების მრავალმანდატიან კომპონენტს

სანამ შედეგი არ გვექნება, რა თქმა უნდა, აქციები გაგრძელდება, მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მწვავე აქციები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ განაცხადა.

„რა თქმა უნდა გერმანული მოდელის კომპონენტი არის ჩვენი შეთავაზების საკვანძო კომპონენტი. ჩვენი უცხოელი პარტნიორების წინადადებით ჩვენ დავიწყეთ კომპონენტ-კომპონენტ გავლა ჩვენი შეთავაზების. მაგალითად, ველოდებით მრავალმანდატიან ოლქებზე ან ჩვენი შეთავაზების ნაწილზე მმართველი პარტიის პოზიციას. ეს არის მიღწევა ჩვენი საერთაშორისო მეგობრების, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც უარს იძახდნენ, საერთოდ არც კი დავჯდებით და არაფერს განვიხილავთო, ახლა ვიხილავთ ჩვენი წინადადებების ამ კომპონენტს მრავალმანდატიან კომპონენტს.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ სხვა გზა არ აქვს, თუ უნდა, რომ არ მოუვიდეს ბევრად უარესი საკუთარი პოლიტიკური მომავლისთვის.

„ამიტომ ვიხსენებ ხოლმე ასლანს. სანამ შედეგი არ გვექნება, რა თქმა უნდა, აქციები გაგრძელდება, მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მწვავე აქციები. ეს მოცმულობაა. ოღონდ, მადლობა უნდა ვუთხრათ საქართველოს ყველა მეგობარს, რომ ქართული საზოგადოების წნეხთან ერთად, რაც გადამწყვეტია, ამ გზავნილებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ არის, რომ წინასწარ უტიფარი განცხადებების შემდეგ, ივანიშვილის გუნდი დაჯდა მოლაპარაკების მაგიდაზე და ახლა განვიხილავთ ჩვენი შეთავაზების კომპონენტებს, კერძოდ მრავალმანდატიანი ოქლების. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის პოლიტპატიმრები. ამაზეც ვისაუბრეთ, ძალადობის აშკარა წახალისებაზე, მფარველობასა ​და ორგანიზებაზე მმართველი გუნდის მიერ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.