გიგა ბოკერია - ნატო-სკენ სვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პრობლემაა, რომ არ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ამ საკითხის ლობირების თანმიმდევრული პოლიტიკა ექნება
გიგა ბოკერია - ნატო-სკენ სვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პრობლემაა, რომ არ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ამ საკითხის ლობირების თანმიმდევრული პოლიტიკა ექნება

ჩვენ გვაქვს სტაგნაცია ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე, წლებია, ამ მიმართულებით არ გვაქვს სიახლე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც ბოკერიამ ნატო-ს მინისტრერიალის თემაზე კომენტირებისას აღნიშნა, ​კარგია, რომ პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოსთან თანამშრომლობას, თუმცა, მისი თქმით, ამ საკითხს სჭირდება ქმედითი რწმენის მქონე ხელისუფლების მოსვლა ქვეყნის სათავეში.

„ჩვენი ქვეყნისთვის ნატო-სთან თანამშრომლობა და ​გაწევრიანებისკენ სვლა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულება და კარგია, რომ ჩვენი პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოსთან თანამშრომლობას. ჩვენი პრობლემა არის ის, რომ არ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ამ საკითხის ლობირების თანმიმდევრული პოლიტიკა ექნება თავისუფალ სამყაროში და ჩვენ გვაქვს სტაგნაცია გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე, წლებია ამ მიმართულებით არ გვაქვს სიახლე. ამას სჭირდება ქმედითი რწმენის მქონე ხელისუფლების მოსვლა, ანუ ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დატოვე კომენტარი