გიგა ბოკერია აცხადებს, რომ თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად ნიკა მელია და ელენე ხოშტარია განიხილებიან
გიგა ბოკერია აცხადებს, რომ თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად ნიკა მელია და ელენე ხოშტარია განიხილებიან

ჩვენ გვაქვს ყველა წინაპირობა, რომ სულ რამდენიმე დღეში იქნება შეჯერებული გადაწყვეტილებები მერობის კანდიდატებზე თბილისში და თბილისის გარეთ საკვანძო ქალაქებში, რაიონებში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საკრებულოს თავმჯდომარეობისა და საკვანძო ადგილებში მაჟორიტარების კანდიდატურები საზოგადოებისთვის ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივა იყო ადრე, წინაა არჩევნებზეც და ახლაც, დემოკრატიულ ოპოზიციას შორის დროზე კოორდინირებული მოქმედების შეჯერება იმ უზარმაზარი საფრთხის ფონზე, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ჩვენი ქვეყნის მომავლისა და თავისუფლებისთვის წარმოადგენს. სამწუხაროდ, უკვე დაგვიანებულიც არის, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან და მით უმეტეს არასოდეს. ამიტომ ჩვენ გვაქვს ყველა წინაპირობა იმის საფუძველზე, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს, რომ სულ რამდენიმე დღეში იქნება შეჯერებული გადაწყვეტილებები მერებზე თბილისში და თბილისის გარეთ საკვანძო ქალაქებსა და რაიონებში. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატურებზე, ასევე საკვანძო ადგილებში მაჟორიტარების კანდიდატურებზე ეტაპობრივად იქნება გაცხადებული საზოგადოებისთვის.

იმედი მაქვს, ეს ყველაფერი გაირკვევა რამდენიმე დღეში, თბილისის საკითხია პირველ რიგში. და ის გვარები, რომლებიც თქვენ დაასახელეთ (მელია-ხოშტარია) აბსოლუტურად ლეგიტიმურად არის განხილვის საგანი მთელი ამ დისკუსიისას. მე წინ არ გავუსწრებ მოვლენებს, როგორი იქნება საბოლოო შეფასება და კონფიგურაცია, ეს რამდენიმე დღეში გამოცხადდება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.