გიგა ბოკერია - ჩვენ გვაქვს მოთმინებაც, რწმენაც და ვიცით რესურსების გამოზოგვაც, პროტესტი გაგრძელდება
გიგა ბოკერია - ჩვენ გვაქვს მოთმინებაც, რწმენაც და ვიცით რესურსების გამოზოგვაც, პროტესტი გაგრძელდება

ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტითა და სამარცხვინო მოსამართლეებისთვის მხარდაჭერით საქართველოს დემოკრატიას კიდევ ერთხელ მიაყენეს ზიანი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, მათი პროტესტი გაგრძელდება.

„პოლიტიკურად კიდევ ერთი სამარცხვინო დღე იყო ივანიშვილის რეჟიმისა და მისი პოლიტიკური „კლოუნებისთვის“. კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერეს თავის ბიოგრაფიაში და კიდევ ერთხელ საქართველოს დემოკრატიას მიაყენეს ზიანი კომიტეტზე მელიასთვის უფლებამოსილების მოხსნითა და სამარცხვინო მოსამართლეებისთვის მხარდაჭერით. სამარცხვინო ხალხი აირჩიეს. გაგრძელებული ჟურნალისტებზე უპრეცედენტო ძალადობით კომიტეტზე. პარლამენტის შენობაში მე ასეთი რამე არ მინახავს არასოდეს, ან რატო შვრებოდნენ, რა ამოცანა ჰქონდათ, სამარცხვინოები იყვნენ, განსაკუთრებით ვინც დაავალა ამის გაკეთება და ბოლოს ვაშაძის და სხვა პოლიტიკური ფიგურების დაჭერით.

მაგრამ ერთ რამეში ცდება ივანიშვილის რეჟიმი, ჩვენ გვაქვს მოთმინებაც, რწმენაც და ვიცით რესურსების გამოზოგვაც და ეს პროტესტი გაგრძელდება. მათ იმედი აქვთ, რომ მერე ხალხი დაიშლება და დაიღლება. ახალი წლები მოდის, ხალხმა უნდა იზეიმოს. რომც დაგვჭირდეს უფრო მეტი დრო, ვიდრე ქვეყანას სჭირდება ეს პროცესი გაგრძელდება. ან გონს მოეგება თვითონ და უკან წაიღებს შეურაცხყოფას რაც მიაყენეს საზოგადოებას, ან ამ პროცესის შედეგად თვითონ მოარყევს თავის რეჟიმს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.