გიგა ბოკერია - ბიძინა ივანიშვილისგან უტიფარ შეურაცხყოფებს უკვე საზღვარი არ აქვს
გიგა ბოკერია - ბიძინა ივანიშვილისგან უტიფარ შეურაცხყოფებს უკვე საზღვარი არ აქვს

ბიძინა ივანიშვილი არის გარანტი მოტყუების, გადაგდების, საზოგადოების შეურაცხყოფის, ქვეყნის ჩიხში შეყვანის, ქვეყნისთვის ზიანის მიყენებისა და საფრთხის ქვეშ ყველას მომავლის დაყენების, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„ამ უტიფარ შეურაცხყოფებს უკვე საზღვარი არ აქვს ივანიშვილისგან. რისი გარანტი უნდა იყოს ეგ. ივანიშვილი არის გარანტი მოტყუების, გადაგდების, საზოგადოების შეურაცხყოფის, ქვეყნის ჩიხში შეყვანის, ქვეყნისთვის ზიანის მიყენებისა და საფრთხის ქვეშ ყველას მომავლის დაყენების. ამიტომ, მაგ კაცს ქართული საზოგადოება წერტილს დაუსვამს ამა თუ იმ ფორმით. მან გადადგა თვითონ ნაბიჯი რადიკალიზაციისკენ. ამიტომ არის დღეს აქ ხალხი შეკრებილი. ეს არ იქნება ერთდღიანი პროცესი. პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ეს კაცი არ ჩამოშორდება ხელისუფლებას“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დატოვე კომენტარი