გიგა ბოკერია - აუცილებელია, პარლამენტში იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრები გამოცხადდნენ და ჰააგაში მიმდინარე პროცესებზე არსებულ კითხვებს პასუხი გასცენ
გიგა ბოკერია - აუცილებელია, პარლამენტში იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრები გამოცხადდნენ და ჰააგაში მიმდინარე პროცესებზე არსებულ კითხვებს პასუხი გასცენ

იმ ანატომიაში გარკვევა არ მჭირდება, სად არის ზღვარი ღალატს, სიძულვილსა და სასარგებლო იდიოტიზმს შორის, რადგან შედეგი დამანგრეველია და მინისტრებს უნდა მოვუსმინოთ, რათა საზოგადოებას ეჭვები გაუფანტონ, თუ ეს შეუძლიათ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ განუცხადა, რომელიც ჰააგაში მიმდინარე საქართველო-რუსეთის დავას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, საკანონმდებლო ორგანოში აუცილებელია, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრები გამოცხადდნენ და ჰააგაში მიმდინარე პროცესებზე არსებულ კითხვებს პასუხი გასცენ.

„ქართულ ოცნებაში“ დიდი კონკურენციაა იმის თაობაზე, ვისი პოლიტიკური ბრალი უფრო დიდია იმ ზიანში, რომელიც საქართველოს ბევრი მიმართულებით მიადგა. ჰააგის მეორე სასამართლოში რაც მოხდა, უკვე შემდგარი ზიანია, როცა მათ დევნილების დაბრუნების საკითხზე დავა არ გააგრძელეს. ეს უკვე მომხდარი ამბავია. საზოგადოებას არათუ ლეგიტიმური საფუძველი აქვს, ზელეგიტიმური საფუძველი აქვს იმის, რომ
ეჭვები და შიში ჰქონდეს იმის თაობაზე, როგორ იქცევა ეს მთავრობა, რომლის პოლიტიკური პოზიციები საკითხზე ცნობილია, რადგან მათი საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებები საქართველოს ინტერესებისთვის დამანგრეველია. მინისტრების დაბარების მოთხოვნას ისტერიკით და ცხრა წელზე საუბრით ხვდებიან. საუბრობენ იმაზე, რომ ყველაფერი წარსულის ბრალია და არა – ხელისუფლების”, – განაცხადა ბოკერიამ.