გიგა ბოკერია აცხადებს, რომ გიორგი რურუასთან დაკავშირებით კარპენტერი პოლიტიკურ ლიდერსა და ფიგურას გულისხმობს
გიგა ბოკერია აცხადებს, რომ გიორგი რურუასთან დაკავშირებით კარპენტერი პოლიტიკურ ლიდერსა და ფიგურას გულისხმობს

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, არის თუ არა გიორგი რურუა რომელიმე პარტიის ლიდერი.

ბოკერიას განმარტებით, რურუა პოლიტიკური ფიგურაა, რომელიც ხელისუფლებამ დაიჭირა პოლიტიკური ნიშნით, რაც პრობლემას წარმოადგენს.

კითხვაზე, მაიკლ კარპენტერი ლიდერს უწოდებს გიორგი რურუას და არის თუ არა ის ოპოზიციის ლიდერი, ბოკერია ამბობს, რომ ოპოზიციას ერთი მთავარი ლიდერი არ ჰყავს და კარპენტერი თავის განცხადებაში პოლიტიკურ ლიდერს/ფიგურას გულისხმობს.

„ყველამ იცის, რომ რურუა დაჭერილია პოლიტიკური დაკვეთით. ღიად ითქვა ეს. არც მალავს ამას ივანიშვილი. პროპაგანდის ორგანოებით მისი დისკრედიტაციის კამპანია წამოიწყო, რაც კიდევ ერთი დასტურია. ამ კამპანიით პირიქით ამართლებს დაჭერას, პირიქით, ადასტურებს, რომ პოლიტიკური დაკვეთა იყო ამ შემთხვევაში.

რაც შეეხება რომელიმე პარტიის ლიდერი არის თუ არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ის არის პოლიტიკური ნიშნით დაჭერილი პოლიტიკური ფიგურა, ამ კონტექსტში. ის იყო ორგანიზატორი, საპროტესტო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და არის მეწილე კრიტიკული ტელევიზიის. ყველამ იცის, რომ ამის გამო დაიჭირეს, ეს არის პრობლემა.

ივანიშვილის გუნდს და მისი პროპაგანდის ორგანოებს რაც არ ესმით არის ის, რომ აფასებენ, ვის ვინ მოსწონს, ან ვინ როგორი ადამიანია და ვერ ხვდებიან, რომ ეს არის ჩიხი, ეს არის ქვეყანაში პოლიტიკური შურისძიების ციკლების უსასრულოდ, ათწლეულობით დატოვება.

კანონის უზენაესობა გულისხმობს იმას, რომ კაცი არ შეიძლება დაიჭირო იმისთვის, რომ ხელისუფლება გააბრაზა და არ შეიძლება, იარაღი ჩაუდო. მეორე, როცა პირობას დადებ საზოგადოების, საქართველოს მეგობრების წინაშე და მერე თქმა, რომ ახლა გადაგაგდეთ, არ მოსულა.

იპოზიციას ერთი მთავარი ლიდერი არ ჰყავს. მე მესმის, ივანიშვილის პროპაგანდას სურს, რომ ასე წარმოადგინოს, კარპენტერი პოლიტიკურ ლიდერს და პოლიტიკურ ფიგურას გულისხმობს. პოლიტიკა ფართო ტერმინია ამ შემთხვევაში და გულისხმობს ყველა იმ ადამიანს, რომელიც ხელისუფლებისთვის არის მიუღებელი, რომელსაც ხელისუფლება პოლიტიკური მოტივით სჯის და არა იმას, რომ ის ერთი პოლიტიკური სტრუქტურის ლიდერია. ამაზე ახლა რაიმე პროპაგანდის აწყობა, ბოდიშს გიხდით, უბრალოდ ღიმილისმომგვრელია“,- განაცხადა ბოკერიამ.

დატოვე კომენტარი