გიგა ბოკერია - არავის მივცემთ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის უფლებას იმ კეთილშობილური საბაბით, თითქოს სიძულვილის ენას ებრძვიან
გიგა ბოკერია - არავის მივცემთ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის უფლებას იმ კეთილშობილური საბაბით, თითქოს სიძულვილის ენას ებრძვიან

მცდელობა, სიტყვის თავისუფლება კანონმდებლობით დაარეგულირო, არის სახიფათო ნებისმიერ და განსაკუთრებით ივანიშვილის მთავრობის პირობებში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, მმართველ გუნდს სიძულვილის ენა ესმით, როგორც მათი კრიტიკის მიუღებლობა.

„სახალხო დამცველი მოსული რომ იყო, მთელი გამოსვლები მაგაზე ჰქონდათ, დაგვიცავით კრიტიკისაგანო. კანონმდებლობაში თუ დააპირებენ ცვლილებას, ტყუილია, რაღაც ნაწილში სცადეს ახლაც ცვლილების შეტანა, ამას მოყვება ძალიან მწვავე რეაქცია, რადგან არავის მივცემთ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის უფლებას იმ კეთილშობილური საბაბით, თითქოს სიძულვილის ენას ებრძვიან. თუ ებრძვიან, თვითონ მისცენ მაგალითი. ეს იგივე მიდგომაა, რაც ივანიშვილის გარემოცვას აქვს ყველაფრის მიმართ – მე მოვიქცევი როგორც მინდა, შენ მოიქეცი, როგორც საჭიროა, და ამას მე შენ დაგავალდებულებ კანონით. თვითონ მისცენ მაგალითი, ღარიბაშვილმა, წულუკიანმა, ახლა უკვე გახარიამაც, ლექსიკით. ჩვენ პატივს ვცემთ ყველას, მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, ისინიც ჩვენი მოქალაქეები არიან, ზუსტად ისეთი, როგორიც სხვები. ვეცდებით, დავარწმუნოთ ეს ხალხი, მერე თუ დააპირებენ, რომ კანონით კრიტიკა შეზღუდონ, ეგ იქნება სერიოზული ამბავი და ამას მოჰყვება დიდი რეაქცია“, – განაცხადა ბოკერიამ.