გიგა ბოკერია - არალეგიტიმურ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას როცა ითხოვ, ეს ნიშნავს, რომ სიტყვას ფასი არ აქვს, საზოგადოებას პატივს არ სცემ
გიგა ბოკერია - არალეგიტიმურ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას როცა ითხოვ, ეს ნიშნავს, რომ სიტყვას ფასი არ აქვს, საზოგადოებას პატივს არ სცემ

მიხეილ სააკაშვილის საკითხის წინ წამოწევა კომისიის სახით არის შიდაპარტიული პრობლემების გამოძახილი. რა ეფექტს ელოდებიან ამ პარლამენტში კომისიისგან, სადაც ოპოზიციას უმრავლესობა არც ექნება. როდესაც არალეგიტიმურს ეძახი პარლამენტს, საკუთარ თავს არ უნდა ახტებოდე და არ იძლეოდე მაგალითს, რომ სიტყვას ფასი არ აქვს, ესე იგი საზოგადოებას პატივს არ სცემ, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიები კომიისიის შემქნის ინიციატივას.

მას „ნაციონალური მოძრაობის“ გადადგმული ნაბიჯები უგუნურ ნაბიჯებად მიაჩნია, რადგან, როგორც ამბობს „თავად შექმნეს ატმოსფერო, როდესაც სხვა პოზიციის მქონე ხალხს ნაგვის ყუთებს ახურავდნენ და შემდეგ იგივე ქნეს, რისთვისაც სხვებს მოღალატეებს ეძახდნენ“.

„თუ თვლიან, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, მაშინ ამ ნაბიჯის გადადგმა არის სწორედ ის, რაც სჭირდება ივანიშვილის რეჟიმს – უნდობლობის გაჩენა პოლიტიკური პროცესის მიმართ მოქალაქეებში, როდესაც დღეს ერთს იძახი, ხვალ მეორეს და ორივეჯერ მართალი ხარ. ნორმალურ ვითარებაში საგამოძიებო კომისიის გამოყენება პარლამენტში არის აუცილებელი და აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი. „ნაციონალური მოძრაობა“ ლეგიტიმურ პარლამენტში ამას ეძახდა კოლაბორაციონიზმს და დღეს არალეგიტიმურ პარლამენტში ქმნიან ამ კომისიას“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.