გიგა ბოკერია - ამ სამარცხვინო ძალადობის უფლება არავის არ აქვს, როცა ამას უშვებს, ხელისუფლება ძალადობის თანამონაწილეა
გიგა ბოკერია - ამ სამარცხვინო ძალადობის უფლება არავის არ აქვს, როცა ამას უშვებს, ხელისუფლება ძალადობის თანამონაწილეა

ამ სამარცხვინო ძალადობის უფლება არ აქვს არავის, ხელისუფლება არის პირდაპირ თანამონაწილე ძალადობის, როცა ამას უშვებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ კინოთეატრ „ამირანთან“ მიმდინარე აქციის შეფასებისას განაცხადა.

„ივანიშვილის გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერის გია ვოლსკის რეაქცია, არის დასტური იმის, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ეს ხალხი თითქმის ერთსულ და ერთხორც არიან: ვოლსკი, კვიციანი, ბრეგაძე, ვასაძე, კორკოტა ეს ერთი გუნდია, რომელიც შეკრიბა ივანიშვილმა და რომელიც გაათავხედა ყველა ერთად ივანიშვილმა. მორიგი სიცრუეა თითქოს მე ვუკრძალავდე ვინმეს, რომ თუნდაც ჩემთვის მიუღებელი და თუნდაც შავრაზმული იდეები ქონდეთ. აქ გათავხედება იგულისხმება, რომ გათავხედება იყო მათი დაუსჯელობა ძალადობისთვის და ძალადობისკენ მოწოდებისთვის ახლაც და წარსულშიც“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგია, რომ პროპუტინული ჯგუფები არიან ხელისუფლების მოკავშირეები.

„ყველა, ვინც ძალადობს თავის მოქალაქეებზე მათი ნებისმიერი შეხედულებების გამო და ყველა, ვინც ქადაგებს, რომ თავისუფლება არის შეუთავსებელი ჩვენს ტრადიციებთან არიან ჩვენი ქვეყნის თავისუფლების მტერი, პუტინის გზავნილს ატარებს და არის ჩვენი ქვეყნის შიგნით ინდივიდუალური თავისუფლების მტერი. როცა ეს ხელისუფლება შეიცვლება, ყველას არა მათი აზრების გამო, არამედ ნებისმიერი ძალადობრივი მოქმედების ან ძალადობისკენ მოწოდების მომავალში, პასუხი მოეთხოვებათ მკაცრად კანონის უზენაესობის ფარგლებში. თავხედობა არის როდესაც დღეს, ამდენი წლის შემდეგ, საბჭოთა კავშირის ამ ბოროტების იმპერიის, ამ რეჟიმის მსახური, „ცეკას“ ინსტრუქტორი დღეს არის მმართველი გუნდის ლიდერი და თავხედობა ივანიშვილის მხრიდან იყო ვოლსკისნაირი ხალხის წინ წამოწევა, რომლებიც თვითონ ვერ წამოიწეოდნენ რომ არა ივანიშვილი და მისი ძალაუფლება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ასეთი მცირე ჯგუფი, მოძალადე ადამიანები ახერხებენ, რომ არანორმალური პირობები შეუქმნან მოქალაქეებს, ვინც მიდიან კინოში.

ჭყლეტვა, ჭიდაობა, პირდაპირი მოწოდება შეჭრისკენ და პოლიციელებს აქვთ დავალება, რომ კიარ დააკავონ მოძალადეები და ჩვეულებრივ მოქალაქეებს შეუქმნან ნორმალური პირობები. არა, უბრალოდ გამშველებლების როლში ამყოფებენ და ისინიც ხვდებიან ამ მოქმედებების მსხვერპლნი ზოგჯერ. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის სახე. ბატონი ვოლსკი, კვიციანის და დანარჩენების სახეა ხალხი, ვინც ახლა, ასე იქცევა იქ. სრული სიცრუეა თითქოს ვინმე იძახის, რომ თუნდაც ეგეთი აზრების, ან ცივილიზებული კონსერვატიული აზრების ქონის უფლება არა აქვთ. ამ სამარცხვინო ძალადობის უფლება არ აქვს არავის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერია კომენტარს პარტია „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.