გიგა ბოკერია - ახალი პოლიტიკური პატიმრის გაჩენა გოგა ონიანის სახით, ქვეყნის დემოკრატიისა და უსაფრთხოების გამოწვევაა
გიგა ბოკერია - ახალი პოლიტიკური პატიმრის გაჩენა გოგა ონიანის სახით, ქვეყნის დემოკრატიისა და უსაფრთხოების გამოწვევაა

ახალი პოლიტიკური პატიმრის გაჩენა გოგა ონიანის სახით, ქვეყნის დემოკრატიისა და უსაფრთხოების გამოწვევაა, – ეს განცხადება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდემა გიგა ბოკერიამ შვედეთის საპარლამენტო დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისივე თქმით, შვედეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქვეყანა იმ ქვეყნებს შორის ლიდერია, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას მხარს უჭერდა და უჭერს

„აღმოსავლეთ პარტნიორობოს სამიტი მოდის და ამ გეოპოლიტიკურ მომენტში ინფორმაციის ურთიერთგაცვლა ჩვენი უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთის აგრესიაზე და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ შიდა პრობლემებსაც შევეხეთ და ბუნებრივია, ის მძიმე ვითარება, რომელიც ქვეყნის შიგნით არის შექმნილი, გოგა ონიანის სახით გუშინდელი ახალი პოლიტიკური პატიმრის გაჩენა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, რადგან ეს არის გამოწვევა არა მარტო კონკრეტული პოლიტიკური ძალებისთვის, ოპოზიციისთვის და გოგა ონიანისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიიას და საბოლოო ჯამში უსაფრთხოების გამოწვევაა”,- განაცხადა ბოკერიამ.