გიგა ბოკერია აცხადებს, რომ უფრო ლოგიკური იქნება, თუ ოპოზიცია პარლამენტში პლებისციტის შემდეგ შევა
გიგა ბოკერია აცხადებს, რომ უფრო ლოგიკური იქნება, თუ ოპოზიცია პარლამენტში პლებისციტის შემდეგ შევა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ უფრო ლოგიკური იქნება, თუ ოპოზიცია პარლამენტში პლებისციტის შემდეგ შევა.

როგორც გიგა ბოკერიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, პლებისციტში თუ გამოვლინდა ხალხის ნება, რომ არ სურთ ახალი არჩევნები, მაშინ ეს ნება უნდა მიიღოს ყველამ.

„მიუხედავად ამისა, რადგან ვერ ვთანხმდებით, დავუსვათ კითხვა ჩვენ მოქალაქეებს. საარჩევნო ადმინისტრაციისა და წესების რეფორმასთან ერთად, შევთანხმდეთ პლებისციტზე, სადაც დაისმევა კონკრეტული კითხვა ხალხისთვის, გსურთ თუ არ, რომ არჩევნები ჩატარდეს 2021 წლის შემოდგომაზე ან ნებისმიერ დროს საღი აზრის ფარგლებში. მეს არის მაქსიმალური კომპრომისი რაც შეიძლება იყოს, რადგან ნორმალური რეაქცია იმ დარღვევების ფონზე, რასაც ადგილი ჰქონდა, იქნებოდა გაუქმება იმ შედეგების და ხელახალი არჩევნები. ჩვენ ჯერ შევთავაზეთ ვადამდელი არჩევნები და ახლა ვთავაზობთ პლებისციტს ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან, საარჩევნო ადმინისტრაციასა და წესებში ცვლილებებთან ერთად, თუ იქნება მექანიზმი, რომ ეს შესრულდება, რადგან ივანიშვილის სიტყვის ფასი ძალიან დაბალია. თუ ხალხის ნება გამოვლინდა ამ პლებისციტში, რომ არ სურთ ახალი არჩევნები, მაშინ ეს ნება უნდა მიიღოს ყველამ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე, პლებისციტის შემდეგ შევა თუ არა პარლამენტში, გიგა ბოკერიამ აღნიშნა: „კი, ეს უფრო ლოგიკური იქნება“.