გიგა ავალიანის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
გიგა ავალიანის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა გიორგი მალანია პირველ ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.