გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ნია იმნაძეს და ანასტასია ბერუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

18:54, 07.08.2026

გიგა ავალიანის საქმეზე  დაკავებულ ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა მიიღო.

ცნობისთვის, შსს-მ გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი 5 აგვისტოს დააკავა.

ნია იმნაძეს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ანასტასია ბერუაშვილს კი – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი